ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ღუდუშაური ირანის ელჩზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და სხვა პოლიტიკოსებმა გამოეხმაურა ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას ქეთევან დედოფლისა და ისტორიული წყაროების შესახებ. ღუდუშაურის თქმით, ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ელოდებიან.

ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ღუდუშაური ირანის ელჩზე
ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ღუდუშაური ირანის ელჩზეტაბულა

ივანიშვილის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, საქართველოს ისტორიის "სწორ ხაზს ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს". ღუდუშაური ირანის ელჩის, ალი მოჯადის განცხადებას გამოეხმაურა.

"არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ.

ჩვენ ყველამ, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.

დღეს ჩვენს საათებზე დღის პირველი ნახევარია. ჩვენ დაველოდებით რეაგირებას, თუ რა იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ეს ვერ და არ იქნება" - ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, ღუდუშაური.

უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი წერს, რომ 25 სექტემბერს, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის "ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით" განათდა. მისი თქმით, გამოსახულება "იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს".

ირანის ელჩი წერს, რომ მალე FB-გვერდის მკითხველებისთვის გაავრცელებს მის მიერ ჩატარებული "პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს".

ალი მოჯანის თქმით, "შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".

"წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე.

ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე" - წერს ირანის ელჩი.

ქადაგიშვილი: კეთილი უნდა ინებოს ირანის ელჩმა და კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს ფუნქცია

"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" – სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებაზე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველამ, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება. დღეს ჩვენს საათებზე დღის პირველი ნახევარია. ჩვენ დაველოდებით რეაგირებას, თუ რა იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ეს ვერ და არ იქნება“
ალუდა ღუდუშაური
„პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს“
სეიედ ალი მოჯანი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.