პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი - ევროპელები ხვდებიან, რომ მატარებელი გადის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და მოლაპარაკებებში ჩართვით ბოლო ვაგონზე ახტომა სურთ.

სერგეი ლავროვი - ევროპელები ხვდებიან, რომ მატარებელი გადის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ
ინტერპრესნიუსი

ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“ისინი ალბათ ხვდებიან, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა”, - აღნიშნა ლავროვმა როდესაც კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სურვილზე, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებებში.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკების ხაზი უკრაინასთან დაკავშირებით ისე იქნება სტრუქტურირებული, რომ მიღწეული იქნას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.

„მოლაპარაკებების ხაზი ისე იქნება აგებული, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი. ეს მიზნები პრეზიდენტმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, - განაცხადა ლავროვმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანდრეი სიბიგა - ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება, მას უკვე აქვს ასეთი წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები