პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუმინეთის პრემიერი შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმაზე - მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს

ნატო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი დუნაის დელტასთან სავაჭრო გემებზე რუსული დრონებით თავდასხმას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს და აცხადებს, რომ შავ ზღვაში უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა.

რუმინეთის პრემიერი შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმაზე - მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს
ინტერპრესნიუსი

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუკა ნიკულესკუმ დუნაის დელტასთან ახლოს სავაჭრო გემებზე რუსული დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

“შავი ზღვაში საზღვაო უსაფრთხოება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. შაბათს, 14 ნოემბრის საღამოს, დუნაის დელტასთან, სულინას სანაპიროსთან, სამ სავაჭრო გემს დრონებით დაარტყეს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა ასევე დააფიქსირეს საჰაერო სამიზნეები აღნიშნულ რაიონში, რის გამოც რუმინეთის საჰაერო ძალებმა ორჯერ, სხვადასხვა დროს, გამანადგურებელი თვითმფრინავები ჰაერში განათავსეს.მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები შესაბამის უწყებებთან. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მეზღვაურების უსაფრთხოებაა”, - აცხადებს რუმინეთის პრემიერი.

მისი განცხადებით, ეს ინციდენტები მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

“მსგავსი ინციდენტები მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ეს ფაქტები მიუთითებს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესებაზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით არის განპირობებული. მოკავშირეებთან ერთად, გავაგრძელებთ ყველა საჭირო ზომის მიღებას შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს საკითხი მთავრობისთვის კვლავაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რომელსაც ჩვენ რეგიონულ პარტნიორებთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ”, - აცხადებს რუმინეთის პრემიერი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტანკერზე, რომელსაც რუმინეთში დრონები დაესხნენ თავს ოქტომბერში, ექვსი მეზღვაურის ნეშტები იპოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები