ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ცნობით, რეგისტრირებული 2652 ტრანზაქციიდან 4 კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო წინასწარი შეტყობინების სავარაუდო ვალდებულების გამო.

საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდაინტერპრესნიუსი

საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, GCCA-მ 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით შესაძლო წინასწარი შეტყობინების ვალდებულების არსებობა გამოავლინა.

„აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც.

აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შემთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო.GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა,“ - წერია განცხადებაში.

GCCA -მ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო: საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები