ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ყალბი ცნობებით ყურძნის ჩაბარების საქმე - ვინ გასცა მევენახეებზე ფალსიფიცირებული დოკუმენტები?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ჭანდარის ღვინის ქარხანაში ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა გააყალბეს ცნობები, თითქოს რქაწითელის ყურძენი გურჯაანის სოფელ ჭანდარში იყო მოყვანილი.

ყალბი ცნობებით ყურძნის ჩაბარების საქმე - ვინ გასცა მევენახეებზე ფალსიფიცირებული დოკუმენტები?
ყალბი ცნობებით ყურძნის ჩაბარების საქმე - ვინ გასცა მევენახეებზე ფალსიფიცირებული დოკუმენტები?TV პირველი

ფალსიფიცირებული დოკუმენტებით ყურძნის ჩაბარების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჭანდარის ღვინის ქარხნის დირექტორი ადასტურებს, რომ ფინანსურმა პოლიციამ საწარმოში ჩხრეკა ოთხი დღის წინ, საღამოს საათებში ჩაატარა.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებული მევენახეები ქარხანაში ყურძნის შაქრიანობის შესამოწმებლად სპეციალურად დაიბარეს, რადგან მათ მიერ წარდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ წარდგენილი დოკუმენტები ყალბი იყო.

ამ ტიპის ცნობებს მევენახეები, წესის შესაბამისად, ადგილობრივი გამგეობიდან იღებენ. ამ ეტაპზე უცნობია, სად და ვის მიერ დამზადდა საქმეში არსებული ფალსიფიცირებული დოკუმენტები.

ყველა რწმუნებული გასცემს ცნობას და იმ ცნობის საფუძველზე ბარდება სახელმწიფოში ყურძენი, - ამბობს "პირველებთან" ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

მომხდარზე მევენახეები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს მათი დაშინების მცდელობა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში ხმა აიმაღლეს და მოთოხვნები წამოაყენეს.

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა გააყალბეს ცნობები, თითქოს რქაწითელის ყურძენი გურჯაანის სოფელ ჭანდარში იყო მოყვანილი. ყალბი დოკუმენტებით ისინი ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას შეეცადნენ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.