ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

პროკურატურის განცხადებით, კახეთში ორი პირი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცდილობდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რა ფაქტზეც მათ ბრალდება წარუდგინეს.

სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურა
სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურანეტგაზეთი

პროკურატურის განცხადებით, კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას“, – ამბობს უწყება.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა აღნიშნული ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.