ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ - ოპერაციები განხორციელდა აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეშიც

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ორ საწარმოზე, ასევე კრასნოდარის მხარის ნავთობობიექტებზე, კალუგის, ორიოლისა და ბრიანსკის ოლქების ობიექტებზე საპასუხო ოპერაციები და იერიშები განხორციელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ - ოპერაციები განხორციელდა აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეშიც
ვოლოდიმირ ზელენსკი - „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ - ოპერაციები განხორციელდა აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეშიცინტერპრესნიუსი

წუხელ ჩვენი „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუდმივად იყენებს შორი მოქმედების შესაძლებლობებს რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე საპასუხოდ.

“წუხელ ჩვენი “სანქციები” ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ასევე ეფექტური ოპერაციები განახორციელეს აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეში”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, იერიშები ასევე განხორციელდა კალუგისა და ორიოლის ოლქებში იმ ობიექტებზეც, რომლებსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით ტერორის განხორციელებისთვის იყენებენ.

“ბრიანსკის ოლქში ჩვენმა ძალებმა უშუალოდ საოკუპაციო კონტინგენტის წინააღმდეგ იმოქმედეს. ასევე განადგურდა სამიზნე შავ ზღვაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ომს იქ აბრუნებს, საიდანაც მოვიდა. რუსეთმა ესკალაცია უნდა შეწყვიტოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წუხელ ჩვენი “სანქციები” ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ასევე ეფექტური ოპერაციები განახორციელეს აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ბრიანსკის ოლქში ჩვენმა ძალებმა უშუალოდ საოკუპაციო კონტინგენტის წინააღმდეგ იმოქმედეს. ასევე განადგურდა სამიზნე შავ ზღვაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ომს იქ აბრუნებს, საიდანაც მოვიდა. რუსეთმა ესკალაცია უნდა შეწყვიტოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.