პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებს აგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკის სექტორზე, ლოჯისტიკის სისტემებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ ახალი შედეგები სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, ტაგანროგში დრონების საწარმო ობიექტთან, ორიოლის ოლქში დრონების გაშვების პოლიგონთან და შავ ზღვაში განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით. იგი ასევე მიესალმა აშშ-ის მიერ რუსული „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებს აგრძელებს
ინტერპრესნიუსი

რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებს აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ჩვენს ენერგეტიკის სექტორზე, ლოჯისტიკის სისტემებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს. ამისთვის ჩვენი პასუხი რეალურია. უკრაინის თავდაცვის ძალებს ახალი შედეგები აქვთ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით. დარტყმა განხორციელდა ტაგანროგში დრონების საწარმო ობიექტზეც, ასევე ორიოლის ოლქში დრონების გაშვების პოლიგონზე. სამიზნეებზე დარტყმა შავ ზღვაშიც განახორციელა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ რუსული „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ეს რუსეთის ერთ-ერთი სისტემური ბანკია, რომელიც აქტიურადაა ჩართული რუსეთის ომის მხარდამჭერ სქემებში, კერძოდ ირანთან ურთიერთობაში. ყველა მსგავსი სქემა მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და ნამდვილად უნდა მოიშალოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - სათანადო პასუხს ვცემთ რუსეთის ესკალაციას შორი მოქმედების „სანქციებით“ - დარტყმები განხორციელდა რუსეთის სამარისა და ვოლგოგრადის ოლქებში მდებარე ნავთობობიექტებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები