ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს - რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მშვიდობა აირჩიოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას პასუხობს და მათმა შორი მოქმედების დარტყმებმა რუსეთის სამხედრო და ნავთობობიექტებს მიაღწია.

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მხოლოდ ამ კვირაში შედეგებს მიაღწიეს სამარას, ნიჟნი ნოვგოროდის, კრასნოდარის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სტავროპოლის, ბრიანსკის, პერმისა და ტულის ოლქებში, ასევე ბაშკორტოტანში, თათრეთის რესპუბლიკასა და შავ ზღვაში.
“რუსული ნავთობობიექტები, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოები და ომის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და საფრენი აპარატები - ჩვენმა შორი მოქმედების დარტყმებმა ამ ყველაფერს მიაღწია”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთს დეესკალაციისა და ომის დასრულების მრავალი ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა მან მაინც ომი აირჩია.
“რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი - მან მშვიდობა უნდა აირჩიოს”, - წერს ზელენსკი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…