ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

ბათუმში 27 სექტემბერს ორი ავტოავარია მოხდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსის დაჯახებას 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა და სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 33 კვირის ორსული ქალი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი მეორე ავარიის შედეგად კი ორი მოზარდი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში რჩებიან.

ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა
ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაბათუმელები

27 სექტემბერს ბათუმში ორი ავტოავარია მოხდა – შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა, მეორე ავარია კი იმავე საღამოს, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 2 მოზარდი დაშავდა.

ხელვაჩაურის გზაზე დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული 33 კვირის ორსული ქალია.

მას თავის ტვინის შერყევა და მხრის ტრავმა აქვს. კლინიკის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდებს – ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. კლინიკის ცნობით, ერთი მოზარდი უკვე პალატაში გადაიყვანეს, მეორე კი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები