ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები
ბათუმში, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 პირი, მათ შორის ბავშვის დედა, დაშავდა. მძღოლი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, 27 სექტემბერს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა.
ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 276-ე მუხლით.
შსს-ს ცნობით, მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს გამოძიება.
„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…