ხალვაშის გამზირზე კიდევ ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე დაზიანებულია გზა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქუჩის რეაბილიტაციაზე თანხები დაიხარჯა და სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებდა, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე კიდევ ერთი ავარია დასრულდა მსხვერპლით. წუხელ, ღამის საათებში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. ის მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან იჯდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.
„დაზიანებულია გზა და წუხელ, ღამის საათებში ამას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. დღეს დაიწყეს გზის მოპირკეთება,“ – მოგვწერეს ამ შემთხვევის შესახებ ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩა ის ქუჩაა ბათუმში, რომლის კეთილმოწყობაზეც „ოცნების“ მთავრობამ დაახლოებით 20 მლნ ლარი უკვე დახარჯა. ქუჩაზე მოწესრიგებული ამ დრომდე არაა გარეგანათება, ტროტუარები. ქუჩის არაერთ მონაკვეთში პრობლემაა საგზაო მონიშვნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელი.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციაზე შპს „ერ ტე დე“ მუშაობდა. ეს ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჟურნალისტ ბექა ყორშიას სატირული სიუჟეტით „გუთენ ტრაქენის მეთოდზე“.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხშირია ავარიები და მგზავრების, ასევე ქვეითების დაღუპვის შემთხვევები. 7 დღის წინ, 27 სექტემბერს, შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა.
მხოლოდ ამ ქუჩაზე ბოლო წლებში მომხდარი ავარიების შესახებ „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატია იხილეთ აქ.
ამ თემაზე:
არც განათება, არც შუქნიშანი, არც ტროტუარი – ხალვაშის გამზირი ბათუმში 20 მილიონის დახარჯვის შემდეგ
ციტატები სტატიიდან
„დაზიანებულია გზა და წუხელ, ღამის საათებში ამას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. დღეს დაიწყეს გზის მოპირკეთება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.