ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა აჭარაში ავტოავარიას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აჭარაში მომხდარ ავტოავარიას 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულები კი ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი პოლიციის შენობაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს გამოძიება.

5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა აჭარაში ავტოავარიას
5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა აჭარაში ავტოავარიასრადიო თავისუფლება

დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეებს მიკროავტობუსი შეეჯახათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბოლო სამ წელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტოავარიებში დაღუპული არასრულწლოვნების რიცხვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ავტოავარიებს 9 ბავშვი ემსხვერპლა. 2025 წელს - 27. 2026 წლის პირველ ექვს თვეში, ავტოავარიისას დაიღუპა 11 ბავშვი.

2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, პროკურატურის სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიანი ანგარიშის თანახმად, სატრანსპორტო დანაშაულში, ანუ ავტოავარიებში, დაზარალებულად იქნა ცნობილი 186 მოზარდი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.