ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა
ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რომელზეც ორი მოზარდი გადაადგილდებოდა. დაშავებული მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, 27 სექტემბერს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის ქუჩების კვეთასთან.
პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ორი მოზარდი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.
როგორც პირდაპირ ჩართვაში გამოცემა „აჭარა თაიმსს“ უთხრეს ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ავტომანქანა მოტოციკლს დაეჯახა, რომელზეც მოზარდები იყვნენ და შემდეგ სახლის ეზოში შევარდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტოზე: კადრი „აჭარა თაიმსის“ პირდაპირი ჩართვიდან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…