რუსთავს მალე რაგბის ბავშვთა ახალი აკადემია ექნება
რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, რაგბის ბავშვთა ახალი აკადემია "რუსთაველი" იხსნება. სტადიონის მშენებლობას მერია ოქტომბერში დაასრულებს, ხოლო 5-დან 14 წლამდე მოზარდების ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და სოციალურად დაუცველებს მერია დაუფინანსებს.

რუსთავს მალე რაგბის ბავშვთა ახალი აკადემია ექნება. "რუსთაველი" ლომოურის ქუჩაზე გაიხსნება. თანამედროვე სტადიონის მშენებლობას მერია ოქტომბერში დაასრულებს.
5-დან 14 წლამდე მოზარდების ონლაინ რეგისტრაცია კი უკვე დაწყებულია. სოციალურად დაუცველ ბავშვებს სწავლას რუსთავის მერია დაუფინანსებს.
აკადემიის გახსნამდე, მწვრთნელები საფრანგეთში გაემგზავრებიან და ნიცის სარაგბო აკადემიის პრაქტიკას გაეცნობიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.