პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბავშვები დედებთან ერთად არიან მოყოლილები და როგორ გავიდეთ ადგილიდან?" - ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე ხმაურია: ადგილობრივები შსს-ს მოთხოვნას ტერიტორიის დატოვებაზე ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ნანგრევებში ბავშვები და ოჯახის წევრები არიან მოყოლილი.

"ბავშვები დედებთან ერთად არიან მოყოლილები და როგორ გავიდეთ ადგილიდან?" - ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა
TV პირველი

ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა - მოქალაქეებს არ სურთ, რომ კორპუსს მოშორდნენ, არადა მათ შსს-ს წარმომადგენლები ადგილიდან განრიდებას სთხოვენ.

ხალხი ამბობს, რომ შორი მანძილიდან ვერ უყურებენ, გამოჰყავთ თუ არა მაშველებს მათი ოჯახის წევრები ნანგრევებიდან.

მოქალაქეები ამ დრომდე შვილების, შვილიშვილების, დედების და სხვა ოჯახის წევრების ნანგრევებიდან გამოყვანას ელიან.

15 სართულიანი არ არის კორპუსი, რომ აქეთ წამოვიდეს, 5 სართულიანია. ამდენი ხანი გავიდა და არავინ გამოგიყვანიათ, შვილი და შვილიშვილი ჰყავს მოყოლილი და ადგილიდან გამოგვიყვანეს. შენი შვილი რომ იყოს, ძალიან მაინტერესებს რას იზამ, თავს შეაკლავ და ამას ეუბნები გადადიო. 6 წლის ბავშვია მოყოლილი და კიდევ რამდენი. მე რომ მამშვიდებთ მოეხმარეთ იქ ან შეუშვით მოსახლეობა და თვითონ იზამენ. არასრულწლოვანი პატარები არიან მოყოლილები დედებთან ერთად", - ამბობს ადგილობრივი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს - შსს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები