ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ

რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. პროექტზე კომპანია "ხმალაძე არქიტექტორები" მუშაობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის თანადგომით ხორციელდება და მისი მთავარი კონცეფცია სპორტი ყველასთვის არის. პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური დარბაზის, საცურაო აუზების, ღია სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, ასევე იგეგმება უეფას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ბავშვთა რაგბის აკადემიის გახსნა.

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთრუსთავი 2

რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "ხმალაძე არქიტექტორები", სპორტული ქალაქის პროექტზე უკვე მუშაობს.

არქიტექტურულ კომპანიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, რუსთავში სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის მთავარი კონცეფცია არის - სპორტი ყველასთვის. მალე დავიწყებთ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასაც და ვემზადებით ბავშვთა რაგბის აკადემიის გასახსნელად.

ჩვენი რუსთავი, რომელმაც ქვეყანას უამრავი საამაყო სპორტსმენი გაუზარდა, უნდა გარდავქმნათ ქალაქად, სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრების სტილი იქნება", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სპორტული ქალაქი რუსთავში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭალის ტყის მიმდებარედ იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მე-20 საუკუნეში საბავშვო რკინიგზა ფუნქციონირებდა.

პროექტით გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები და სარეკრეაციო ზონები. აშენდება 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, დახურული სავარჯიშო დარბაზები. მოეწყობა ფეხბურთის, ჩოგბურთის, პადელის და ტანვარჯიშის სივრცეები, ღია სპორტული მოედნები. დაგეგმილია 6-ზოლიანი სარბენი და უწყვეტი ველობილიკების მოწყობაც.სპორტული ქალაქის პარალელურად, რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება და მალე ბავშვთა რაგბის აკადემიაც გაიხსნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რუსთავში კიდევ ერთი ახალი სპორტული და დასასვენებელი სივრცე მოეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები