რუსთავში ახალი სპორტულ-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სპორტულ-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ჩატარდება საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, მოეწყობა საბავშვო კუთხე, მწვანე ზონა და ავტოსადგომი. პროექტი მოსახლეობას ქალაქის მერმა გააცნო.

რუსთავში ახალი სპორტულ-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მიღებულია გადაწყვეტილება მე-12 მიკრორაიონში, პირველი კორპუსის მიმდებარედ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს საფეხბურთო მოედანს, მოეწყობა ასევე საბავშვო კუთხე, მწვანე ზონა და ავტოსადგომი.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის მერმა პირადად გააცნო. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავის კიდევ 8 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.