პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - სხვადასხვა ქალაქში 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რა დროსაც 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

საფრანგეთში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - სხვადასხვა ქალაქში 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს
რუსთავი 2

საფრანგეთში მორიგი პროტესტი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებებით დასრულდა. პარიზში, ლიონში, მარსელსა და რამდენიმე ქალაქში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, გააჩინეს ხანძრები და დააზიანეს კომერციული ობიექტები. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ქალაქში 300-მდე ადამიანი დააკავეს. დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

"იმედია, რომ მთავრობა ბიუჯეტში გაწერს იმ თანხას, რასაც საშუალო სკოლის მოსწავლეები ითხოვენ. ხალხს საჭმლის ფული სჭირდება და არ არის აუცილებელი საბიუჯეტო თანხების იმ მდიდარ ადამიანებზე განაწილება, რომლებსაც ისედაც ბევრი ფული აქვთ", - აცხადებს აქციის მონაწილე მაიკლ სოვი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით კი, ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაშავებული დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

"მნიშვნელოვანია ბრძოლის გაგრძელება მანამ, სანამ არ მოგვისმენენ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პროტესტი, უფრო შედეგიანი იქნება. არ გავჩერდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ", - აქციის მონაწილე ფლორა ტავერნიე.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ოშში პოლიციელის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. მეხანძრეების ჩარევის მიუხედავად, შენობა მთლიანად განადგურდა. ნუნიესი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი ქმედება პოლიციელის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმედია, რომ მთავრობა ბიუჯეტში გაწერს იმ თანხას, რასაც საშუალო სკოლის მოსწავლეები ითხოვენ. ხალხს საჭმლის ფული სჭირდება და არ არის აუცილებელი საბიუჯეტო თანხების იმ მდიდარ ადამიანებზე განაწილება, რომლებსაც ისედაც ბევრი ფული აქვთ“
მაიკლ სოვი
„მნიშვნელოვანია ბრძოლის გაგრძელება მანამ, სანამ არ მოგვისმენენ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პროტესტი, უფრო შედეგიანი იქნება. არ გავჩერდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ“
ფლორა ტავერნიე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ შემზარავ ძალადობას, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხშირად ხდებიან“, - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქ ოშში პოლიციელის სახლი დაწვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები