პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავარაუდო კორუფცია წალენჯიხის მერიაში - ყოფილი მაღალჩინოსანი საეჭვო ხარჯებზე საუბრობს

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წალენჯიხის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ბერაია ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების შესაძლო მითვისებაში ამხელს და აცხადებს, რომ გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 2 მილიონ ლარზე მეტი გაურკვეველი მიმართულებით დაიხარჯა.

სავარაუდო კორუფცია წალენჯიხის მერიაში - უწყების იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ბერაია, ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისებაში ამხელს. მისი განცხადებით, გაურკვეველია, სად დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც გზის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი.

საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების პირობები ხუთჯერ შეიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2026 წლის 12 მარტს მოვამზადე ბრძანების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ამ კონკრეტულ კომპანიაზე. თანხა შეადგენდა 56 465 ლარს. აღნიშნული საკითხი მოითხოვდა შესყიდვების სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენას მომწოდებლის შავ სიაში შეტანის შესახებ. პროექტმა გაიარა შესაბამისი სამსახურების ვიზირება, თუმცა მერმა საბოლოოდ ხელი არ მოაწერა და კანონიერ ძალაში აღნიშნული გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერ შევიდოდა. ჩემს ხელთ არსებული მასალებით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება არ განხორციელებულა დღემდე და ამ კონკრეტული სამუშაოს დარღვევებით ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა, დაახლოებით, 123 ათასი ლარის ზიანი. მერი, მერის პირველი მოადგილე, ჩვეულებრივად ასრულებდნენ სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო პერიოდში მიანც შეუჩერდებოდათ უფლებამოსილება. ვითხოვ დამოუკიდებელ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, - ამბობს ელენე ბერაია.

წალენჯიხის მერს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ადგილობრივი ოპოზიციაც. მათი თქმით, ბუბა საჯაიას კომპეტენციის პრობლემა აქვს. ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ საჯაია სამსახურიდან იმ ადამიანების გათავისუფლებით არის დაკავებული, რომლებიც მას არ ემორჩილებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საფრანგეთში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - სხვადასხვა ქალაქში 300-მდე დემონსტრანტი დააკავესწაიკითხე

უახლესი ამბები