პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს - მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა, დაზიანდა სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ზელენსკიმ მსოფლიოს მკაცრი პასუხისკენ მოუწოდა და პრეზიდენტ ტრამპს „ლინდსი გრემის აქტის“ აღსრულება, ხოლო ევროპელ ლიდერებს დამატებითი სანქციების დაწესება მოსთხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს - მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს
ინტერპრესნიუსი

გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს.

„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღი კიევში, უნივერსიტეტი ხარკოვში და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ რუსეთი ესკალაციას ყოველდღიურად ახდენს.

„თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მაშინ მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად მხარს უჭერს. პრეზიდენტებს, ანტონიო კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს დამატებითი ევროპული სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ. ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ რუსი ოლიგარქები უკვე არსებული სანქციების სიებიდან არ ამოიღონ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი: მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს რუსეთისთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღი კიევში, უნივერსიტეტი ხარკოვში და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში“
„თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მაშინ მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად მხარს უჭერს. პრეზიდენტებს, ანტონიო კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს დამატებითი ევროპული სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ. ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ რუსი ოლიგარქები უკვე არსებული სანქციების სიებიდან არ ამოიღონ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები