ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს
ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებს 76-ჯერ დაარტყა, რაც აჩვენებს, რომ მოსკოვი სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ ნაბიჯს არ დგამს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე განზრახ 76-ჯერ მიიტანა იერიში.
ზელნსკის თქმით, ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქებისა თუ მიღწეული შეთანხმებების საპასუხოდ რუსეთი არანაირ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს.
"პირიქით, ის ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აჩენს, იმის მტკიცებულებად აღიქვამს, რომ ომზე ფსონის დადება ამართლებს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლია", - აღნიშნავს ზელენსკი.
ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს დარტყმები განხორციელდა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ელექტროქვესადგურებზე.
"ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ.
გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელ შენობებსაც დაარტყეს. ამ დროისთვის დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
დღეს დილით ვოლინის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა დარტყმა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.
ჯამში, გასული ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 700 დამრტყმელი დრონი, 1 700 საავიაციო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო.
ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია - რუსეთი ცდილობს, ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვიოს.
ომი სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება და არა იმიტომ, რომ უკრაინა კანონიერად იცავს თავს.
მშვიდობის მიღწევის შანსი რომ გაჩნდეს, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა გაძლიერდეს.
მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და დახმარებას გვიწევს", - წერს ზელენსკი.
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.
ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.
ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.
ციტატები სტატიიდან
„პირიქით, ის ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აჩენს, იმის მტკიცებულებად აღიქვამს, რომ ომზე ფსონის დადება ამართლებს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლია“
„ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ. გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელ შენობებსაც დაარტყეს. ამ დროისთვის დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს დილით ვოლინის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა დარტყმა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ჯამში, გასული ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 700 დამრტყმელი დრონი, 1 700 საავიაციო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო. ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია - რუსეთი ცდილობს, ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვიოს. ომი სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება და არა იმიტომ, რომ უკრაინა კანონიერად იცავს თავს. მშვიდობის მიღწევის შანსი რომ გაჩნდეს, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა გაძლიერდეს. მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და დახმარებას გვიწევს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.