საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დინამო არენაზე უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია რამაზ სვანაძე, მას შემდეგ რაც ვილი სანიოლმა გუნდი დატოვა.

"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ საშინაო მატჩში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება.
შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.