შსს: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის გამო განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნიდა და სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი", - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დილით შემოვიდა. პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შსს: დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა
- იმედინიუსიშსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
- BM.GEდარიალის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის შემდეგ, საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მოძრაობა შეჩერებულია | შსს
- რადიო თავისუფლება„დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
- პირველი არხიშსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულია
- ტაბულაშსს: დევდორაკიდან სასიგნალო შეტყობინება მივიღეთ, გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" ევაკუაცია მოხდა
- TV პირველიშსს: დარიალიდან ხალხის ევაკუაცია ისევ განცხორციელდა
- ალიაშსს – დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა – სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
- ბათუმელები„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს
- ტაბულადევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე აღარაა, შეზღუდვა მოიხსნა - შსს
- პირველი არხიშსს – დევდორაკის ხეობაში შეზღუდვები მოიხსნა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…