ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა. პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო სოფელ გველეთთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდა.

შსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულია
შსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულიაპირველი არხი

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აიკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები