ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აიკრძალა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის გამო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი ჩაირთო, რის საფუძველზეც ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აიკრძალა
დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აიკრძალარუსთავი 2

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.