ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შსს: დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევდორაკში ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" და სოფელ გველეთიდან უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა და მოძრაობა შეიზღუდა.

შსს: დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა
შსს: დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდარუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შევიდა, რის გამოც ევაკუაცია გახდა საჭირო.

"დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.