„დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
25 სექტემბერს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარიალიდან ევაკუაცია განახორციელა დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების მიღების გამო. პრევენციის მიზნით სოფელ გველეთთან შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა და დროებით ჩაიკეტა საზღვარი.

25 სექტემბერს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევაკუაციის მიზეზად დაასახელა დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების მიღება.
ეს სისტემა ცვლილებას აფიქსირებს მდინარის კალაპოტში დინების მინიმალური მატების შემთხვევაში.
„დარიალიდან“ ევაკუირებული არიან როგორც მგზავრები, ისე საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლები.
პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ორივე მიმართულებით შეზღუდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მიმოსვლა.
საზღვრის დროებით ჩაკეტვაზე ინფორმაცია გაავრცელეს რუსულმა ოფიციალურმა სტრუქტურებმაც.
დარიალის ხეობაში საფრთხის გამო ევაკუაცია პერიოდულად ხორციელდება. დევდორაკში ღვარცოფული პროცესები 2024 და 2025 წლებშიც დაფიქსირდა.
ყველაზე მასშტაბური სტიქია კი 2014 წლის 17 მაისს მოხდა, როდესაც მყინვარულმა ღვარცოფმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შსს: დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ევაკუაცია განხორციელდა
- იმედინიუსიშსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
- BM.GEდარიალის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის შემდეგ, საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მოძრაობა შეჩერებულია | შსს
- პირველი არხიშსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულია
- ტაბულაშსს: დევდორაკიდან სასიგნალო შეტყობინება მივიღეთ, გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" ევაკუაცია მოხდა
- TV პირველიშსს: დარიალიდან ხალხის ევაკუაცია ისევ განცხორციელდა
- ალიაშსს – დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა – სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
- ბათუმელები„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს
- იმედინიუსიშსს: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი
- ტაბულადევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე აღარაა, შეზღუდვა მოიხსნა - შსს
- პირველი არხიშსს – დევდორაკის ხეობაში შეზღუდვები მოიხსნა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…