ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, მებაჟეებისა და პოლიციელების ევაკუაცია განხორციელდა. პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობაც შეიზღუდა.

„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს
„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსსბათუმელები

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დარიალიდან განხორციელდა, როგორც მოქალაქეების, ისე მებაჟეებისა და პოლიციელების ევაკუაცია:

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.