საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებასა და განათლების სფეროში, მათ შორის STEM ლაბორატორიების მოწყობისა და სახელმძღვანელოების გაცვლის საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების სამინისტროებში.
"ვისაუბრეთ, როგორც სკოლების მიმართულებით თანამშრომლობაზე და სახელმძღვანელოების გაცვლა-გამოცვლაზე, ასევე ვისაუბრეთ STEM-ის, ანუ სამეცნიერო ლაბორატორიების მოწყობის კუთხით საქართველოში. შეთანხმება არის განათლების სამინისტროსთან, საქართველოსთან, ძალიან კარგი შეთანხმება აქვთ და 73-ე სკოლაში აზერბაიჯანი გახსნის ე.წ. STEM ლაბორატორიას, სამეცნიერო ლაბორატორიას," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს. გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
"შესაძლებლობა გქონდა, გვესაუბრა თანამშრომლობის იმ ფართო სპექტრზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს და ასევე მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით პროგრესს მივაღწიეთ. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლობა სახელმძღვანელოების გაცვლის მიმართულებით, ასევე ჩვენი ექსპერტების მიერ სასწავლო შინაარსის განვითარებაზე გაწეული შრომა და მასწავლებელთა გადამზადება.
ასევე, მოხარული ვარ, რომ გავაფართოებთ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა STEM განათლება, ასევე ინოვაციური, ციფრული განათლება. ამავდროულად, უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენი კონტაქტები ღრმავდება და ჩვენ ვმუშაობთ, უახლოეს თვეებში, ჩვენი უნივერსიტეტების შეხვედრის ორგანიზებაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოდან სტუდენტები შემოგვიერთდებიან და შეძლებენ განათლების გაგრძელებას აზერბაიჯანშიც. მიგვაჩნია, რომ მათთვის აქ არსებობს სწავლის გაგრძელების დიდი შესაძლებლობები," - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ჰასან ჰასანლიმ.
დელეგაციის წევრებმა მოწამეთა ხეივანი და ღირსების ხეივანი მოინახულეს, სადაც ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ციტატები სტატიიდან
„ვისაუბრეთ, როგორც სკოლების მიმართულებით თანამშრომლობაზე და სახელმძღვანელოების გაცვლა-გამოცვლაზე, ასევე ვისაუბრეთ STEM-ის, ანუ სამეცნიერო ლაბორატორიების მოწყობის კუთხით საქართველოში. შეთანხმება არის განათლების სამინისტროსთან, საქართველოსთან, ძალიან კარგი შეთანხმება აქვთ და 73-ე სკოლაში აზერბაიჯანი გახსნის ე.წ. STEM ლაბორატორიას, სამეცნიერო ლაბორატორიას,“
„შესაძლებლობა გქონდა, გვესაუბრა თანამშრომლობის იმ ფართო სპექტრზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს და ასევე მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით პროგრესს მივაღწიეთ. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლობა სახელმძღვანელოების გაცვლის მიმართულებით, ასევე ჩვენი ექსპერტების მიერ სასწავლო შინაარსის განვითარებაზე გაწეული შრომა და მასწავლებელთა გადამზადება. ასევე, მოხარული ვარ, რომ გავაფართოებთ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა STEM განათლება, ასევე ინოვაციური, ციფრული განათლება. ამავდროულად, უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენი კონტაქტები ღრმავდება და ჩვენ ვმუშაობთ, უახლოეს თვეებში, ჩვენი უნივერსიტეტების შეხვედრის ორგანიზებაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოდან სტუდენტები შემოგვიერთდებიან და შეძლებენ განათლების გაგრძელებას აზერბაიჯანშიც. მიგვაჩნია, რომ მათთვის აქ არსებობს სწავლის გაგრძელების დიდი შესაძლებლობები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.