პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
რუსთავი 2

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

"ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება" - შოთა ბერეკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები