პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს" - ნინო წილოსანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის მიზანია ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, ასევე ეკონომიკური, რეგიონული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს" - ნინო წილოსანი
რუსთავი 2

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდება. იგეგმება მთავრობის წევრებთანაც მოლაპარაკებაც.

მთავარი საკითხები საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება, ორი ქვეყნის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იქნება.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი თემა არის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და რა თქმა უნდა, შეხვედრა გვექნება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან, მაგრამ არა მხოლოდ, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

მთლიანად ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძალიან კარგი, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ ჩვენი ორი ქვეყნის სწორი პოზიციონირება, როგორც თითოეული ქვეყნის ეკონომიკური, ტურისტული, ზოგადად გლობალურ პოლიტიკაში პოზიციონირებისთვის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია

„ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს და ამის საპარლამენტო განზომილება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ - შუა დერეფნის ორი ხერხემალი ქვეყანა - არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობაზე, ასევე მილსადენებსა და გზებთან ერთად ვსაუბრობთ ციფრულ დაკავშირებადობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა გვექნება განათლების მიმართულებით თანამშრომლობა, ახალგაზრდების დაკავშირება და გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებითაც“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას, როგორც რეგიონის ძლიერი აქტორების, რომელიც აძლიერებს დაკავშირებადობას" - ნინო წილოსანი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი ვიზიტის მთავარი თემა არის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და რა თქმა უნდა, შეხვედრა გვექნება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან, მაგრამ არა მხოლოდ, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მთლიანად ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძალიან კარგი, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ ჩვენი ორი ქვეყნის სწორი პოზიციონირება, როგორც თითოეული ქვეყნის ეკონომიკური, ტურისტული, ზოგადად გლობალურ პოლიტიკაში პოზიციონირებისთვის“
ნინო წილოსანი
„ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს და ამის საპარლამენტო განზომილება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ - შუა დერეფნის ორი ხერხემალი ქვეყანა - არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობაზე, ასევე მილსადენებსა და გზებთან ერთად ვსაუბრობთ ციფრულ დაკავშირებადობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა გვექნება განათლების მიმართულებით თანამშრომლობა, ახალგაზრდების დაკავშირება და გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებითაც“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება" - შოთა ბერეკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები