პაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებაა
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება გააკრიტიკა, რომელიც გორში ფესტივალ „კამარას“ გადადებას ეხებოდა. პაპუაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის პოზიცია სიძულვილის ენის წახალისებაა. თავის მხრივ, ფესტივალი უსაფრთხოების მიზნებით და მუქარის გამო გადაიდო.

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გორში, ფესტივალ კამარას გადადებას შეეხებოდა.
"გუშინ ფესტივალის გაუქმებაზე ინფორმაცია რომ გავიგე, იმედი მქონდა, როგორც იქნა, ევროკავშირის ელჩმა გააცნობიერა, რომ ზიზღისა და ძალადობის მხარდაჭერა საქართველოში მიუღებელია. არ ვიცი, შეიძლება პირადად მისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქართულ კულტურასა და ქართულ საზოგადოებას ეკადრება. თუმცა, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება.
განცხადების ბოლო წინადადებით, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან, პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ საქართველოში დედის გინება საჯაროდ მოსულა, მაშინ მას მართლა ვერაფერი გაუგია [...] სირცხვილია და არ ვიცი, ამაზე ქვემოთ დაშვება რომელმა ელჩმა შეიძლება რომ იკადროს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს ადამიანების საჯაროდ დედის გინებას.
ახლა მაინც ხომ ხვდებით, სინამდვილეში ვინ არის საქართველოში სიძულვილის წამქეზებელი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება არის სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმისა და რადიკალიზმის პირდაპირი წაქეზება. ევროკავშირის საელჩო ამის წახალისებითაა დაკავებული". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "სინანულს გამოთქვამს" გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო. EU-ს წარმომადგენლობა წერს, რომ "ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა".
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.
ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა.
"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს
- ტაბულავის რაში სჭირდება ჰერჩინსკის დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ხალხს - პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, ასეთ რამეს თუ აკადრებს ქართველ ხალხს
- რუსთავი 2ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: სინანულს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს
- ალია“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი
- BM.GE„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…