ვის რაში სჭირდება ჰერჩინსკის დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ხალხს - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა კრიტიკულად შეоფასა ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილება გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ უსაფრთხოების მიზნით გადადებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მკაცრად გააკრიტიკა.

ევროკავშირის საელჩომ საქართველოში სინანული გამოთქვა გორში დაგეგმილი კამარა ფესტივალის "უსაფრთხოების მიზნებიდან" გამომდინარე გადადების გამო. აღნიშნულს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის, პაველ ჰერჩინსკისთვის "ქართული კულტურა დედის გინებაა".
EU "სინანულს გამოთქვამს" უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
პაპუაშვილის თქმით, არ სჭირდება მისი "დამტვრეული ქართული" საუბარი.
"სიმართლე გითხრათ, მართლაც იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც უბრალოდ ქართველ ხალხს, ამ ქცევით, გვაჩვენა თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ, რომ დედის გინებაა ჩვენი კულტურა, მონას ძახილია ჩვენი კულტურა, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან?! მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩზე.
26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა", რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა. ფესტივალი მუსიკოსს KORDZ-ს უნდა დაეხურა. ფესტივალის დაანონსების შემდეგ KORDZ და "დანიის კულტურის ინსტიტუტი" სამთავრობო მედიისა და ქართული ოცნების სამიზნე გახდა.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, ასეთ რამეს თუ აკადრებს ქართველ ხალხს
- ტაბულაპაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებაა
- რუსთავი 2ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: სინანულს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს
- ალია“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი
- BM.GE„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„სიმართლე გითხრათ, მართლაც იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც უბრალოდ ქართველ ხალხს, ამ ქცევით, გვაჩვენა თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ, რომ დედის გინებაა ჩვენი კულტურა, მონას ძახილია ჩვენი კულტურა, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან?! მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…