„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქცევა გააკრიტიკა და იმედგაცრუება გამოთქვა გორში დაგეგმილ „კამარა ფესტივალთან“ დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს პოზიციის გამო.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქცევით იმედგაცრუებულია. პაპუაშვილის განცხადება გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ პოზიციას მოჰყვა.
„სიმართლე გითხრათ, მართლაც იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც უბრალოდ ქართველ ხალხს, ამ ქცევით, გვაჩვენა თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ, რომ დედის გინებაა ჩვენი კულტურა, მონას ძახილია ჩვენი კულტურა, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან?! მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის იმ პოზიციას მოჰყვა, სადაც საელჩომ სინანული გამოთქვა 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალის“ უსაფრთხოების მოსაზრებების გამო გადადების გამო.
ფესტივალის ორგანიზატორმა, „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“ ღონისძიების გადადების მიზეზად უსაფრთხოების რისკები დაასახელა. ფესტივალის დაანონსების შემდეგ მისი მონაწილე მუსიკოსი KORDZ-ი და „დანიის კულტურის ინსტიტუტი“ სამთავრობო მედიისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე გახდნენ.
ევროკავშირის საელჩომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ 30 წელია მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში და მტკიცედ სჯერა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს
- ტაბულავის რაში სჭირდება ჰერჩინსკის დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ხალხს - პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, ასეთ რამეს თუ აკადრებს ქართველ ხალხს
- ტაბულაპაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებაა
- რუსთავი 2ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: სინანულს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს
- ალია“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…