ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: სინანულს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სინანული გამოთქვა გორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალის "კამარა" გადადების გამო და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას. საკუთარ მხრივ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა რადიკალიზმის წახალისებას "გამოხატვის თავისუფლების" სახელით ფუთავს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაფინანსების სტანდარტების განმარტება მოითხოვა.

გორში კორძის კონცერტის გაუქმებას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება.
მისიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე წლებია მხარს უჭერს კულტურის სფეროს საქართველოში და სჯერა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების.
"სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "კრეატიული კომპასი საქართველოს" ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი "კამარა" ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.
30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა," - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არის თუ არა ქართველი ხალხის გინება და შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა რადიკალიზმის წახალისებას "გამოხატვის თავისუფლების" სახელით ფუთავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს ღონისძიებების დაფინანსებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს
- ტაბულავის რაში სჭირდება ჰერჩინსკის დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ხალხს - პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, ასეთ რამეს თუ აკადრებს ქართველ ხალხს
- ტაბულაპაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებაა
- ალია“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი
- BM.GE„იმედგაცრუებული ვარ ჰერჩინსკის ქცევით... ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული" - პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს. 30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…