ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი

ქართული ოცნება

ევროკავშირის საელჩომ მწუხარება გამოთქვა გორში „კამარა ფესტივალის“ უსაფრთხოების მიზნით გადადების გამო. ამას შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კრიტიკის ქვეშ დააყენა.

“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილი
“ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული” – პაპუაშვილიალია

ევროკავშირის საელჩომ საქართველოში სინანული გამოთქვა გორში დაგეგმილი კამარა ფესტივალის “უსაფრთხოების მიზნებიდან” გამომდინარე გადადების გამო. აღნიშნულს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის, პაველ ჰერჩინსკისთვის “ქართული კულტურა დედის გინებაა”.

“სიმართლე გითხრათ, მართლაც იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც უბრალოდ ქართველ ხალხს, ამ ქცევით, გვაჩვენა თუ როგორ განგვიხილავს ჩვენ, რომ დედის გინებაა ჩვენი კულტურა, მონას ძახილია ჩვენი კულტურა, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან?! მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს?!” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩზე.

26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი “კამარა ფესტივალი” გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა “დანიის კულტურის ინსტიტუტმა”, რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა. ფესტივალი მუსიკოსს KORDZ-ს უნდა დაეხურა. ფესტივალის დაანონსების შემდეგ KORDZ და “დანიის კულტურის ინსტიტუტი” სამთავრობო მედიისა და ქართული ოცნების სამიზნე გახდმენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.