პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სინანულს გამოვთქვამთ, უსაფრთხოების მიზეზით, გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო” – EU

ევროკავშირის წარმომადგენლობა სინანულს გამოთქვამს გორში ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებით ორგანიზატორებმა გადადეს.

“სინანულს გამოვთქვამთ, უსაფრთხოების მიზეზით, გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო” – EU
ალია

ევროკავშირის წარმომადგენლობა “სინანულს გამოთქვამს” გორში ფესტივალ “კამარას” გადადების გამო. ფესტივალი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ის მუსიკოს Kordz-ის უნდა დაეხურა.

”სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “კრეატიული კომპასი საქართველოს” ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი “კამარა” ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.

30 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვნებასა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.

ევროკვაშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა” – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი “კამარა”, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა “დანიის კულტურის ინსტიტუტმა” დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

“მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, “ოცნების” წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!” – დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიEU სინანულს გამოთქვამს, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ გორში დაგეგმილი ფესტივალის გადადება
  2. ტაბულაოპოზიციურიEU "სინანულს გამოთქვამს" უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
  3. ფორმულაოპოზიციურიEU სინანულს გამოთქვამს, რომ ორგანიზატორებს გორში დაგეგმილი ფესტივალის გადადება მოუწიათ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები