ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს

ქართული ოცნება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მოსაზრებით ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო. აღნიშნულ ფესტივალსა და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფისა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამსპირველი არხი

სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.

„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში. ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წამრომადგენლობის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ფესტივალზე მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.

22 სექტემბერს აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც, რომლის თქმითაც, „ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის“.

„ერთი მხრივ, როდესაც არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მონებს უწოდებ, უუფლებო არსებებს, რომ ესენი არ არიან ადამიანები და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ. ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირისა თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის“
შალვა პაპუაშვილი
„ერთი მხრივ, როდესაც არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მონებს უწოდებ, უუფლებო არსებებს, რომ ესენი არ არიან ადამიანები და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ. ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირისა თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში. ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.