ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს

რუსთავი 2

სახელისუფლებო პარტია აკრიტიკებს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და დანიის კულტურის ინსტიტუტს გორში დაგეგმილი ფესტივალი „კამარას“ დაფინანსების გამო. მმართველი გუნდის მტკიცებით, ღონისძიებაზე იმ მუსიკოსის გამოჩენა იგეგმება, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს, რაც რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერაა. ევროკავშირის საელჩომ და დანიის ინსტიტუტმა მედიის კითხვებს პასუხი არ გასცეს.

ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს
ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით - საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარსრუსთავი 2

სახელისუფლებო პარტია ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდების საფუძველი კი მმართველი გუნდისთვის დიპლომატიური უწყების მორიგი გადაწყვეტილებაა. ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ღონისძიებას, რომლის მთავარი სცენა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს, რომლის ავტორობით შექმნილ სიმღერაში ის ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ასეთი პროექტის დაფინანსებით, ბრიუსელი რადიკალურ დღის წესრიგს უჭერს მხარს.

"კამარა" - ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის ჩატარებაც ქალაქ გორში ხელოვნების სახლში იგეგმება. პროექტს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, მხარს დანიის კულტურის ინსტიტუტიც უჭერს. ორივე უწყებას "რუსთავი 2"-მა წერილობით მიმართა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას მუსიკოსთან თანამშრომლობაზე, "რუსთავი 2"-ს ადრესატებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატიური უწყებები საქართველოში ჯერ რადიკალიზმს ახალისებენ, შემდეგ კი პასუხისმგებლობას გაურბიან. სპიკერის განცხადებით, ასე იყო 4 ოქტომბერსაც, როდესაც ძალადობრივი აქციის მონაწილეები რევოლუციური მიზნებით პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრნენ. ბრიუსელის პასუხი მაშინაც დუმილი იყო.

ოპოზიციის ნაწილს დაგეგმილ კონცერტზე საუბარი არ სურს, ნაწილი კი ევროკავშირის მიერ ამ ღონისძიების დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მილიონ ორასი ათასზე მეტ იმ მოქალაქეს, რომელიც მხარს ხელისუფლებას უჭერს. მმართველი პარტიისთვის ეს ბრიუსელის მორიგი უსამართლო მიდგომის დადასტურებაა.

წერილები ადრესატებთანაა - დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: სინანულს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები