ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კირცხალია: EU-ს წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა

ქართული ოცნება

ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გორში ფესტივალ „კამარას“ გადადებასთან დაკავშირებით „უტიფარი“ უწოდა. ფესტივალი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, ორგანიზატორი დანიის კულტურის ინსტიტუტის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუქარების გამო გაუქმდა.

კირცხალია: EU-ს წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა
კირცხალია: EU-ს წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელატაბულა

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კირცხალია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გორში, ფესტივალ კამარას გადადებას ეხება. კირცხალიამ განცხადებას "უტიფარი" უწოდა.

"რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა, რომლის სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია.

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების, მათი პოლიტიკური გუნდისა და რაც მთავარია, მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას? სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს, განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება". - წერს კირცხალია facebook-ზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "სინანულს გამოთქვამს" გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო. EU-ს წარმომადგენლობა წერს, რომ "ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა".

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა.

"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.