პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარია ზახაროვა მოსკოვში ჩასვლის შესახებ ელისეს სასახლის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ელისეს სასახლეში მარცხენა ფეხზე ადგნენ

მარია ზახაროვამ ელისეს სასახლის განცხადებას მოსკოვში ჩასვლის პირობებზე ირონიით უპასუხა და აღნიშნა, რომ იქ „მარცხენა ფეხზე ადგნენ“. საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ევროპელი ლიდერები მოსკოვში მხოლოდ სრულფასოვანი როლის მინიჭების შემთხვევაში გაემგზავრებიან.

მარია ზახაროვა მოსკოვში ჩასვლის შესახებ ელისეს სასახლის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ელისეს სასახლეში მარცხენა ფეხზე ადგნენ
ინტერპრესნიუსი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ელისეს სასახლეში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩასვლის პირობებს ეხება.

„როგორც ჩანს, დღეს ელისეს სასახლეში მარცხენა ფეხზე ადგნენ. ან, იქნებ, მარცხენა ხელით ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი“, - აღნიშნა ზახაროვმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა მედიას განუცხადა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში გაემგზავრებიან, თუ მოლაპარაკებებში მათ სრულფასოვანი როლი მიენიჭებათ.

მანამდე,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე წარმომადგენელი დიპლომატიური არხებით მოსკოვში ვიზიტით მიიწვიეს. რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი პოზიციის გარკვევას სამშვიდობო პროცესში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ჯერჯერობით არ აპირებს გაამჟღავნოს, კონკრეტულად ევროპის რომელი წარმომადგენლები მიიწვიეს მოსკოვში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი მოლაპარაკებებში სრულფასოვანი მონაწილეობის პირობით გაგზავნის წარმომადგენლებს მოსკოვშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები