სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდა
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 17,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მთავრობის განკარგულებით, თანხა დამატებით 6 მუნიციპალიტეტზე განაწილდება და ჯამში 28 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 17 828 339 ლარამდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მუნიციპალიტეტზე დამატებით 3 992 772 ლარი გამოიყოფა.
მთავრობის 2170-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 29 მაისის 1137-ე განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და დღეისთვის თანხა 28 მუნიციპალიტეტზე განაწილდება. უფრო კონკრეტულად:
დედოფლისწყაროს დაფინანსება ₾500 000-მდე იზრდება, ნაცვლად არსებული 147 547 ლარისა;
დმანისის მუნიციპალიტეტის კი ₾240 541-მდე;
ამ განკარგულებით, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას დამატებით 6 მუნიციპალიტეტი მიიღებს. უფრო კონკრეტულად:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 555 000 ლარი;
ონის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი;
ცაგერის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 460 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 1 000 000 ლარი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 484 154 ლარი;
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…