პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენტონი ალბანეზე - პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე

„შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე!“ – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ APEC-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.

ენტონი ალბანეზე - პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე
ინტერპრესნიუსი

ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

ავსტრალიის პრემიერმა განაცხადა, რომ გლობალური ვაჭრობის შეფერხების ორ უმთავრეს მიზეზს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები წარმოადგენს და ყველაფერი უნდა გააკეთოთ მათ დასასრულებლად.

“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გავლენას ახდენს გლობალურ ინფლაციაზე და ჩვენს ეკონომიკებში ცხოვრების ხარჯების ზრდას იწვევს. პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ მივმართავ: შეწყვიტეთ ომი - შეწყვიტეთ ის ახლავე!” - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მთელი მსოფლიოს ინტერესების შესაბამის, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, „ოდნავ განსხვავებულ ფორმას“ მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები