ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ” – იაგო ხვიჩია

თავისუფალი ხალხის პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათი მიზანი არ არის მხოლოდ პარლამენტში შესვლა, არამედ იდეების გამარჯვება და ისეთი ძალაუფლების მოპოვება, რომელიც ერთმანეთის დაჭერების პრაქტიკას დაასრულებს. იგი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ.

“იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ” – იაგო ხვიჩია
“იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ” – იაგო ხვიჩიაალია

თხპ-ს ლიდერი, იაგო ხვიჩია:

გვჯერა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს ასეთი – თავისუფალი ხალხის პარტია, რომელიც სულ სიმართლეს ლაპარაკობს, თუნდაც ეს სიმართლე წამგებიანი იყოს.

ჩვენი ამოცანა არ არის პარლამენტში შესვლა. მიზანია, ჩვენმა იდეებმა გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში.

იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ, თორემ ვინც შემდეგ მოვა, ისიც გააგრძელებს დაჭერებს. ასეთმა დაბოღმილმა საზოგადოებამ და ასეთმა უსამართლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

🗳️ არ შეიძლება არჩევნებზე მოუმზადებლად, პროპაგანდას აყოლილი მისვლა.

როგორც მოსყიდულმა არ უნდა იაროს არჩევნებზე, ისე იმ ადამიანმა, რომელსაც ერთი საათი მაინც არ დაუხარჯავს, საკუთარი არჩევანის სისწორეზე ეფიქრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.