დღეს უნდა გაირკვეს, ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული არიან ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები. გიორგი ფეიქრიშვილს გამოძალვას ედავებიან, ხოლო დავით ფეიქრიშვილს - ჯგუფურ ძალადობას. დაკავებულები და მათი ადვოკატი დუმილის უფლებას იყენებენ და სასამართლომდე კომენტარს არ აკეთებენ.

კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ ძმებს, გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს იზოლატორებიდან სასამართლოში სავარაუდოდ უახლოეს საათებში გადაიყვანენ.
გამოძიება ერთს, ერთს, გიორგი ფეიქრიშვილს გამოძალვას, მეორეს, [დავით ფეიქრიშვილს] ორი წლის წინ მომხდარ ჯგუფურ თავდასხმას ედავებიან.
შსს-მ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ვინ არის დაზარალებული ბიზნესმენი, ვისაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა ჯერ უცნობია. სპეცოპერაციით დაკავებულმა ტყუპებმა დუმილი გადაწყვიტეს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს მათი ადვოკატიც.
ორივე [დაკავებული] მოვინახულეთ, პოზიცია შეთანხმებული გვაქვს, ორივეს პოზიცია არის, რომ სასამართლომდე არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ. დიახ, კი, [მეც არ უნდა ვისაუბრო] კი ბატონო, თავადაც დუმილის უფლებას იყენებენ"- უთხრა "პირველებს" ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
მისი თქმით, რა შუამდგიმლობით მიმართავენ სასამართლოს, ამას მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც გაირკვევა, რა მოთხოვნა ექნება ბრალდების მხარეს.
ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში 2 დღის წინ ჩატარდა - "პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.
შსს ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთიძმები ფეიქრიშვილები დააკავეს
- ინტერპრესნიუსიდაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი - სამართალდამცველებს ჩხრეკისას უკანონო არაფერი ამოუღიათ, დავითი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, მაგრამ რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია
- რუსთავი 2სამართალდამცველებმა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
- ტაბულაჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
- ალიაჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
- რუსთავი 2კრწანისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ძმები ფეიქრიშვილები გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…