პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიშინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეს კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ თანხას სძალავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ხოლო მეორე საქმეზე ძმამ პირად დაცვასთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცზე იძალადა.

ჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
ტაბულა

შსს-ს ცნობით, 2 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი ადამიანი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე. სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს.

ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნე დაკავებულები.

ასევე, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიძმები ფეიქრიშვილები დააკავეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი - სამართალდამცველებს ჩხრეკისას უკანონო არაფერი ამოუღიათ, დავითი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, მაგრამ რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურიჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
  5. რუსთავი 2სამთავრობოკრწანისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ძმები ფეიქრიშვილები გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
  6. TV პირველიოპოზიციურიდღეს უნდა გაირკვეს, ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურამ ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალი წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები