პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს

ტვ პირველიშინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, ასევე მათი დაცვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ახალგაზრდა მამაკაცზე იძალადეს.

ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს
ნეტგაზეთი

დააკავეს ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება.

როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა, ძმების სახლებში პარალელური ჩხრეკა გუშინ, ღამის 03:00 საათზე ჩატარდა.

„ჯერ არც მასალები გადმოუციათ, არც ბრალი არ წაუყენებიათ. დავით ფეიქრიშვილის სახლში ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. სახლიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არ არიან დაკავებულები და არც ფული არ ამოუღიათ“, — ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებულია ფეიქრიშვილების დაცვის სამსახურის თანამშრომელიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი — წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი - სამართალდამცველებს ჩხრეკისას უკანონო არაფერი ამოუღიათ, დავითი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, მაგრამ რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია
  2. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
  3. ტაბულაოპოზიციურიჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
  4. ალიაოპოზიციურიჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
  5. რუსთავი 2სამთავრობოკრწანისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ძმები ფეიქრიშვილები გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
  6. TV პირველიოპოზიციურიდღეს უნდა გაირკვეს, ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაკავება 2 წლის შემდეგ - დავით ფეიქრიშვილის აყვანა 2024-ში ტაქსის მძღოლთან მომხდარ დაპირისპირებას ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები