სამართალდამცველებმა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს. მათთან ერთად, დაკვებულია კიდევ ერთი პირი, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ისინი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთიძმები ფეიქრიშვილები დააკავეს
- ინტერპრესნიუსიდაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი - სამართალდამცველებს ჩხრეკისას უკანონო არაფერი ამოუღიათ, დავითი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, მაგრამ რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია
- ტაბულაჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
- ალიაჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ძმები ფეიქრიშვილები
- რუსთავი 2კრწანისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ძმები ფეიქრიშვილები გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
- TV პირველიდღეს უნდა გაირკვეს, ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი ფეიქრიშვილმა, გამოძიების ვერსიით, ფული გამოსძალა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…