შალვა პაპუაშვილი: „მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში, ვსტუმრობთ ბელგიის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ბელგიის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობაზე, გლობალურ გამოწვევებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში, ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე. ორ პარლამენტს შორის კომიტეტების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა.
„ეს ჩემი მეორე ვიზიტია ბელგიაში. 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია, მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და იმ წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს.
ამ კონტექსტში, საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, 2024 წლის ივნისში, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, იყო მცდარი გადაწყვეტილება და ჩვენ დღემდე ველით ამ დიალოგის აღდგენას. კოლეგებთან ამაზეც ვისაუბრეთ – რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ ისინი, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციასა და დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასთან.
ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია უკვე თავის თავში გამორიცხავს იმას, რომ იყოს სწრაფვა კონფრონტაციისკენ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ იყოს დიალოგი და აზრების გაზიარება.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს სამყაროში; ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც დღეს ჩვენს დიდ რეგიონშია; ასევე, ის პერსპექტივები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს იმისთვის, რომ ევროკავშირისა და ბელგიის ჩათვლით, მისი თითოეული წევრის მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განმარტა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მნიშვნელოვანია რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას, ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით - შალვა პაპუაშვილი
- ფორმულაპაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია ვისაც აქვს, მას დიალოგის არ ეშინია, ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ
- რუსთავი 2საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისიის გადაწყვეტილებით შეჩერებული დიალოგის აღდგენა და წევრი სახელმწიფოების როლი - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და ქართული დელეგაციის მთავარი გზავნილები
ციტატები სტატიიდან
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში, ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს“
„ეს ჩემი მეორე ვიზიტია ბელგიაში. 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია, მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და იმ წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. ამ კონტექსტში, საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, 2024 წლის ივნისში, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, იყო მცდარი გადაწყვეტილება და ჩვენ დღემდე ველით ამ დიალოგის აღდგენას. კოლეგებთან ამაზეც ვისაუბრეთ – რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ ისინი, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციასა და დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასთან. ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია უკვე თავის თავში გამორიცხავს იმას, რომ იყოს სწრაფვა კონფრონტაციისკენ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ იყოს დიალოგი და აზრების გაზიარება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს სამყაროში; ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც დღეს ჩვენს დიდ რეგიონშია; ასევე, ის პერსპექტივები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს იმისთვის, რომ ევროკავშირისა და ბელგიის ჩათვლით, მისი თითოეული წევრის მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.